Wednesday, 18 July 2018

აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო, რადგანაც ტრენინგზე გავეცანი საინტერესო სიახლეებს. ტრენინგზე შესწავლილ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ტრენინგზე იყო ბევრი ახალი მასალა, რომელიც  ტრენერმა გულდასმით ახსნა და ვიმუშავეთ პრაქტიკული დავალებებით. ტრენინგი ნამდვილად იყო შედეგიანი რადგანაც ტრენინგზე მოცემულ დავალებებს ჯგუფიც კარგად ასრულებდა.
ყოველი ტრენინგის მოდული დატვირთული იყო სხვადასხვა სიახლეებით. ვისწავლე ბლოგის შექმნა, მისი გამოყენება, ატვირთვა სხვადასხვა რესურსებისა და სურათების, მასწავლებლის პორთფოლიო, ასევე საინტერესო იყო სლაიდშოუს შექმნა და გამოყენება,  პრეზენტაციის გაკეთება, სემესტრული ნიშნის გამოყვანა, ცხრილები, მასწავლებლის თითშეფასების ფორმები და ისტ-ის ინსტრუმენტები, google სერვისები: ბლოგი,ფორუმი, საიტი.

ტრენინგი როგორც უკვე აღვნიშნე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთის, რადგანაც მქონდა ზედაპირული ცოდნა ამ კონკრეტულ საკითხებზე რაც უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობასა და საჭიროებაში.  მიმაჩნია რომ, ტრენინგის შემდეგ  ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილები უფრო საინტერესო და სრულყოფილი გახდება.  
დიდი მადლობა   საინტერესო ტრენინგისვის!

Monday, 9 July 2018

ტრენინგმა "ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" დღესაც საინტერესოდ ჩაიარა.  შევქმენით საგანმანათლებლო ბლოგი. სამუშაო  იყო საინტერესო და აქტუალური.💗